▲0
ვის უფრო ხშირად უნდა სექსი - და რატომ არის პასუხი იმაზე რთული, ვიდრე გვგონია
სექსუალური სურვილი მოტივაციური მდგომარეობაა, როცა ადამიანს უჩნდება ინტერესი სქესობრივი აქტივობის მიმართ. ამ დროს ის ეძებს, სურს და სჭირდება სიახლოვე. სურვილი შეიძლება რეალიზდეს სხვადასხვა ფორმით - მასტურბაციით, პარტნიორთან ინტიმური კავშირით, ან საერთოდ არ რეალიზდეს და თავშეკავებით დასრულდეს. ეს უკანასკნელიც ისეთივე ნორმალური გამოსავალია, როგორც დანარჩენი.
ამ მდგომარეობას რამდენიმე სახელი აქვს: ლიბიდო, სექსუალური ლტოლვა, სექსუალური მოტივაცია. მთავარი ის არის, რომ სუბიექტური განცდაა და მისი გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც შინაგანი პროცესი, ისე გარეგანი სტიმული - ფანტაზია, მოგონება, მოფერება, სხეულებრივი შეხება, სექსზე საუბარი ან უბრალოდ განწყობა. სწორედ ამიტომ ერთსა და იმავე ადამიანს სურვილის ინტენსივობა სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირი აქვს.
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის.