მყავს მეგობარი, რომელიც ძალიან სიმპატიურია. 2020 წლიდან ვმეგობრობთ. ძალიან კარგი ტიპია, მშვიდი და დასტოინი, სასიამოვნო მოსაუბრე. ახალი წლის არდადეგები მასთან და ჩვენს სხვა მეგობრებთან ერთად გავატარე, სასტუმრო დავჯავშნეთ პარიზში (კი, ძვირია, ვიცი) და ერთი კვირა იქ გავატარეთ. ერთ საწოლში გვეძინა და არ ვიცოდი რომ ეს მოხდებოდა, და აგიხსნით რატომ:

მარტივი ტიპი არ არის. შარშან მის სექსუალურ ორიენტაციაშიც კი შეიტანეს ეჭვი, ერთმა ძალიან ლამაზმა გოგომ ძალიან თამამად დაუწყო დაკერვა, საუბრისას ასჯერ შეეხო ბარძაყის შიდა მხარეს და ბინძური რაღაცების თქმა დაუწყო, მაგრამ მაინც უარი მიიღო. ეს გოგო შოკში იყო რადგან იცის რომ ლამაზია, მის მეგობრებს უთხრა ამის შესახებ და პირდაპირ ჰკითხა ''გეია?'' და მისმა მეგობრებმაც ''რაა, როგორ უთხარი უარი? ისეთი ლამაზია'' და მან უბრალოდ უპასუხა ''კი, მაგრამ არ მომწონს''.

ხოდა, რაღაც მომენტში, ლოგინში რომ ვიწექით, უცებ მკერდზე დამადო ხელი და მე ასე O.O შევხედე, მაგრამ არა იმიტომ რომ არ მომეწონა (ყოველთვის მიმზიდველად მიმაჩნდა), უბრალოდ არ ველოდი მისნაირი ტიპისგან ამას. ბოდიში მოიხადა და მე ვუთხარი ''არა, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ არ ველოდი და ა.შ.'' და ასე დაიწყო ყველაფერი და სექსის დროს მითხრა ''წლებია შენი მ** მინდოდა, ისეთი ლამაზი ხარ. ყოველთვის ისეთი უწყინარი არ ვარ როგორადაც ვჩანვარ''.

ამ პოსტს იმიტომ ვწერ რომ უბრალოდ მინდოდა ეს ყველაფერი თავიდან განმეცადა. როცა სახლში ვბრუნდებოდით, მითხრა ''ძალიან ვწუხვარ, იმედია არ ფიქრობ რომ სექსისთვის გამოგიყენე. მეგობარს ამას არასდროს გავუკეთებდი და მეგობრობას არასდროს გავაფუჭებდი რაღაც ერთჯერადი სექსის გამო, მაგრამ ხომ იცი რომ ახლა ურთიერთობას არ ვეძებ რადგან ჩემს მომავალს ვაშენებ, შეგვიძლია მეგობრებად დავრჩეთ?'' და მე ვუთხარი კი, კი მომწონს, მაგრამ არ ვარ ისეთი ადამიანი ვისაც არ შეუძლია იმასთან მეგობრობა ვინც მოსწონს, თუ საჭირო გახდა შემიძლია გადავიტანო და ცხოვრება გავაგრძელო.