ერთ მამაკაცს ვხვდებოდი, ყველანაირად შესანიშნავი იყო. თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, როცა საქმე უფრო სერიოზულ ეტაპზე გადავიდა, აღმოვაჩინე, რომ ინტიმური თვალსაზრისით ჩვენ უბრალოდ არ ვუხდებოდით ერთმანეთს. ვერ გავბედე და სიმართლე მაშინვე ვერ ვუთხარი, ლუდის გამო თავი ცუდად ვიგრძენი-მეთქი მოვიმიზეზე და წასვლა ვთხოვე.

მეორე დღეს თვითონ მკითხა, ხომ არ იყო ამის მიზეზი ის, რაც წინა ღამეს მოხდა. გადავწყვიტე, არ მომეტყუებინა. ვუთხარი, რომ მართალი იყო და ძალიან ვწუხდი, მაგრამ ურთიერთობას ვერ გავაგრძელებდი. ჩემთვის ინტიმური მხარე ურთიერთობაში მნიშვნელოვანია.

რამდენიმე თვის შემდეგ ისევ დამიკავშირდა და მითხრა, რომ პლასტიკურ ოპერაციაზე ჩაეწერა ამის გამოსასწორებლად, თუმცა ექიმებმა უთხრეს, რომ მაქსიმუმ მცირე ცვლილებას მიაღწევდნენ. გაოგნებული დავრჩი და მხოლოდ ვუთხარი: „ვა რა კაიაააა. წარმატებები.“ ეს ის შემთხვევაა, რომელიც ადასტურებს, თუ მამაკაცს ნამდვილად უნდიხარ, ვერაფერი შეაჩერებს. სამწუხაროდ, მე მაინც ვერ შევძელი ამის გადატანა.