დავიწყებ იმით, რომ მესმის, რაც გავაკეთე მთლად "სწორი" არ იყო, მაგრამ არაფერს ვნანობ.
ჩემს ზედა მეზობელს დაახლოებით 4 თვეა რომანი აქვს დაოჯახებულ კაცთან. საერთოდ არ დავინტერესდებოდი, მაგრამ რადგან ეს უბრალოდ რომანია, შუაღამისას უცნაურ დროს მოდის ხოლმე და ძალიან ხმამაღალი სექსი აქვთ (ბევრი რამ მესმის) და მაღვიძებს/არ მაძინებს. საიდან ვიცი რომ რომანია? ღამე არასდროს რჩება და მანქანაში ბავშვის სავარძლები უდგას.
ცოტა რამ წარსულიდან, ამ ზედა მეზობელთან მანამდეც მქონდა პრობლემები. ორშაბათობით ღამე წვეულებებს აწყობდა ხოლმე, სამსახურიდან ღამის 2 საათზე ბრუნდება, ბინაში დადის და ტელეფონზე ხმამაღლა ლაპარაკობს. 35 წლისაა, წვეულებებს აწყობს 20 წლისებთან ერთად, რომანებს აბამს და თინეიჯერივით ცხოვრობს. ვცადე მასთან ნორმალური ადამიანივით მელაპარაკა ჩემს უკმაყოფილებაზე, მაგრამ არ ადარდებს და წვეულებების შესაჩერებლად ამხანაგობის ჩართვა მომიწია. მეზიზღება.
ხოდა გადავწყვიტე ამ იდუმალ კაცზე ცოტა მეტი გამეგო. მანქანის ნომერი გადავამოწმე, მისამართი ვიპოვე, მისამართი მოვძებნე და სახელიც გავიგე. ეს სახელი ავიღე, სოციალურ ქსელებში ცოტა ვითვალთვალე და ვიპოვე კაცის და მისი ცოლის პროფილები.
ფეიქ ექაუნთი გავაკეთე, ცოლს მივწერე ამ ღალატზე.
უკვე რამდენიმე კვირაა ეგ კაცი აღარ მინახავს და ძალიან მაგრად მძინავს :)
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის.