კოტე მე-2 კლასიდან ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. ყოველდღე ერთად ვატარებდით დროს. მე-7 კლასში უცნაურად დაიწყო ქცევა - სხვა მეგობრებიც, რომლებიც მას იცნობდნენ. მაგრამ მე ყურადღება არ მივაქციე, რადგან მეგონა, რომ ვიღაც გოგო მოსწონდა.
მე-8 კლასში ჩემს ბიძაშვილს დაუმეგობრდა და მისი უცნაური ქცევა შეწყდა, ამიტომ ვიფიქრე, რომ ეგ იყო მიზეზი. მაგრამ ეს მხოლოდ 4 დღე გაგრძელდა. მერე ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ კოტეს მე მოვწონდი - არ დავიჯერე რათქმაუნდა.?

მეორე დღეს კოტე და კიდევ ერთი მეგობარი ჩემთან მოვიდნენ სათამაშოდ - მთელი კვირა ველოდით ამ საღამოს. როცა მესამე მეგობარს დაეძინა, მე და კოტემ სიმართლე და მოქმედება ვითამაშეთ. მან თქვა: კალათბურთს ვთამაშობ, შენ მომწონხარ, პიცა არ მიყვარს. მე ვუთხარი - მოიცა, ჩვენ ხომ ახლა პიცა ვჭამეთ? მერე გამიმხილა, რომ მართლა მოვწონდი. ვუთხარი, რომ ცოტა დრო მჭირდებოდა დასაფიქრებლად და ამასობაში შემთხვევით დამეძინა, ძაან დაღლილი ვიყავი.
გაღვიძების მერე დამავიწყდა, რა თქვა, სანამ მესამე მეგობარი არ წავიდა. მერე კოტემ უცბად მაკოცა. შევტორტმანდი და ვუთხარი "ძმააა, რას შვრები?!" - უკან დაიხია და სახლში წავიდა. იმ ღამეს დავფიქრდი და მივხვდი, რომ მართლა მომწონდა. ასე დავიწყეთ ფარული შეხვედრები. მხოლოდ ერთმა მეგობარმა იცოდა.

ერთ დღეს ბიჭმა, რომელიც ბულინგით იყო ცნობილი, ჩამჩურჩულა: "ვიცი, რომ კოტეს ხვდები." გავშეშდი და ტუალეტში გავიქეცი. დაბრუნებისას ყველა მე და კოტეს გვიყურებდა. ამის შემდეგ კოტე კუთხეში იჯდა და ტიროდა. გაირკვა, რომ ჩემმა "მეგობარმა" ვიღაცას უთხრა და შემთხვევით იმ ბული ტიპის ყურამდეც მივიდე , მან კი ყველას მოსდო.
გაკვეთილზე იმ ბიჭმა იყვირა, რომ მე და კოტე ერთად ვართ. ორი დღე სკოლაში ვერ წავედი. დირექტორმა ყველას ორსაათიანი ლექცია წაუკითხა იმაზე, რომ LGBTQ+ ყოფნა ნორმალურია.
დაბრუნებისას აღმოვაჩინე, რომ მეგობრების ნახევარი დავკარგე. ყველამ იცის ჩვენ შესახებ. მაგრამ ჯერ კიდევ ერთად ვართ - უკვე ერთი წელია. ორივემ დავბლოკეთ ყველა, ვინც მხარს არ გვიჭერს.