ცოტა წინაპირობა; როცა პირველად სექსი მქონდა, ვეძებდი, როგორ გავმხდარიყავი უკეთესი, რადგან ცოტა დაძაბული ვიყავი და პრაქტიკულად წარმოდგენა არ მქონდა, რას ვაკეთებდი. ინტერნეტში ამოვიკითხე, რომ შეგიძლია მუსიკა ჩართო და რიტმს მოარგო მოძრაობა, რათა მოდუნდე და უკეთესი პერფორმანსი აჩვენო.
მოვძებნე სასიყვარულო სიმღერები და ნელ-ნელა დავიწყე ფლეილისტის შექმნა, რომელსაც კომფორტულად ავყვებოდი.
ჩემს ფლეილისტში რამდენიმე სიმღერაა. თუმცა არის ერთი კონკრეტული სიმღერა, რომელიც სხვათა შორის ჩემი საყვარელია, და რომელიც ჩემს შეყვარებულს სძულს და ამბობს, რომ ის სექსის სურვილს უკლავს.
ვერ ვხვდები, რატომ დასჭირდა მას ორი წელი იმის სათქმელად, რომ ეს სიმღერა სძულს - ეს კარგი სიმღერაა კარგი რიტმით. ვფიქრობ, ჩემი შეცდომა ისაა, რომ შესაძლოა ადრე უნდა მეკითხა, მოსწონს თუ არა ფლეილისტი, ან ხომ არ სურდა რომელიმე სიმღერის დამატება/შეცვლა. მაგრამ ის, რომ ორი წელი დასჭირდა სათქმელად, მე კი ვფიქრობდი, რომ ჩვენი სექსუალური ცხოვრება მშვენიერია, ამდენი ხანი რო არ მეუბნებოდა და იტოვებდა ეს მთელ ამ სიტუაციას უხერხულს ხდის და ცოტა ვნერვიულობ.
ეს სიმღერა პრაქტიკულად ყოველ ჯერზე ჩართული მქონდა, ამიტომ რამდენჯერ შეიძლება არ ჰქონდეს მას სიამოვნება მიღებული, მაშინ როცა მე სრულიად საპირისპირო მეგონა - ეს მაღიზიანებს და ასევე გარკვეულწილად მამარცხებს.
რომ აღარაფერი ვთქვა ჩემს წინა პარტნიორებზე, თუმცა მათ არასოდეს უჩივლიათ ამ სიმღერაზე, ასე რომ შესაძლოა ეს მხოლოდ მისი პრობლემაა?
ამან მართლა გააფუჭა ურთიერთობა, რადგან სექსი ახლა უხერხულად მაგრძნობინებს თავს. წინა დღეს მუსიკის გარეშე გვქონდა სექსი, მაგრამ მე მაინც იმ მელოდიას ვუსადაგებდი მოძრაობას, რომელიც თავში მიღიღინებდა. მან ეს შენიშნა და მთხოვა, რომ შემეწყვიტა.
მეგონა, რომ ეს სიმღერა იდეალური იყო და ყოველთვის მის რიტმს ვუსადაგებდი მოძრაობას, რადგან ის საქმის კეთებისთვის იდეალურ რიტმს მაძლევს. ჩვეულებრივ ამ სიმღერაზე ვამთავრებ და გამანადგურებელია, რომ მას ის სძულს.
სიმრერის ლინკი
https://www.youtube.com/watch?v=KAwyWkksXuo
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის.